საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის გამო მოსახლეობა უკმაყოფილოა

25 სექტემბერი 2020, 12:01 1135 ნახვა

რამდენიმე თვის შემდეგ ისევ ამოქმედებული რეგულაციები ძალაში  უკვე შევიდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში დღეს დილიდან  აღარ მოძრაობს,  ხვალიდან კი საქალაქთაშორისო გადაადგილებაც აიკრძალება.  ამასთან დღეს საღამოს ათი საათიდან კვების ობიექტები მომხმარებლებს ვეღარ მიიღებენ. რესტორნები მხოლოდ დღის საათებში იმუშავებენ. 

სპეციალისტებთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აჭარაში ე.წ-ლი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება   ეპიდსიტუაციის გამო გახდა აუცილებელი. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში