ე.წ. სატელიტური ფოტოების საქმეზე პროკურატურამ დავით ფურცხვანიძე დააკავა

25 სექტემბერი 2020, 15:09 1320 ნახვა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პირველი დაკავებული ჰყავს პროკურატურას. დავით  ფურცხვანიძეს ბრალდება მტკიცებულების გაყალბებას და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას ედავება.

უფრო კონკრეტულად , რომ გითხრათ, ფურცხვანიძე იმ ფოტოების გამო დააკავეს, რომლებიც  სავარაუდოდ მიხეილ რამიშვილს მიაწოდა. იურისტი ამ ფოტოების საფუძველზე ირწმუნებოდა, რომ ფოტო მასალა ადასტურებდა, იმას რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი  იქ სადაც იპოვეს,  რამდენიმე დღის შემდეგ მიიყვანეს.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში