ეპიდემია ჯერ უკან არ იხევს

25 სექტემბერი 2020, 19:57 1480 ნახვა

კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი დღესაც აჭარაში დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ვირუსით აჭარაში 168 ადამიანი დაინფიცირდა. ახალ შემთხვევებს შორის არიან მცირეწლოვნები, ორსულები და რამდენიმე მედიკოსიც, მათ შორის ხულოს საავადმყოფოს ექიმია.

ასევე ვირუსი დაუდასტურდა ხულოს მერიის ორ თანამშრომელს. სამწუხაროდ დაფიქსირდა კიდევ ერთი ლეტალური შემთხვევა, პაციენტს თანმდევი მძიმე დაავადებები აღენიშნებოდა, კრიტიკულ მდგომარეობაში კი 4 პაციენტი რჩება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში