საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

26 სექტემბერი 2020, 10:42 2243 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

განახლებული მონაცემებით, განკურნებულთა რაოდენობა კი 60-ით გაიზარდა და 1819-ს შეადგენს.​

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 27 ადამიანია გარდაცვლილი. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 584 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი. კოვიდსასტუმროებში იმყოფება 781 მოქალაქე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში