აჭარაში კორონავირუსი კიდევ 166 ადამიანს დაუდასტურდა 

26 სექტემბერი 2020, 12:35 1402 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში 4000-მდე PCR ტესტი ჩატარდა და ვირუსის 166 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

სტაციონარში მკურნალობს 484 პაციენტი, მათ შორის 40 არასრულწლოვანი და 14 ორსული. კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 902 პირი.

გამოჯანმრთელდა და სტაციონარი დატოვა 10-მა პაციენტმა. უწყების ცნობით, საკარანტინო სივრციდან ბინაზე გაეწერა 10 მოქალაქე.

დღეს, 26 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში