საკონსტიტუციო სასამართლო - ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევა კონსტიტუციური იყო

26 სექტემბერი 2020, 12:15 1227 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ  არ დააკმაყოფილა ნიკა მელიას სარჩელი და მიიჩნია, რომ მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება კონსტიტუციური იყო.

სასამართლომ მიიჩნია, რომ  საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მიზნებისათვის სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გამამტყუნებელ განაჩენს და არ არსებობს ამ მიდგომისაგან განსხვავებული განმარტების საფუძველი. ქართულმა ოცნებამ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყვიტა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში