საველე  წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე  

26 სექტემბერი 2020, 12:00 1403 ნახვა

ორფოლოს პოლიგონზე მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. სამხედროებმა  10 დღის განმავლობაში ჩასაფრების, კონტაქტზე და ტაქტიკური გადაადგილების, ასევე შეტევის და თავდაცვის სავარჯიშოები განახორციელეს.

საველე წვრთნები საბრძოლო ოპერაციების წარმოების დროს ქვეითი ასეულის და მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედების დახვეწასა და მართვისა და კონტროლის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში