"ლეიბორისტულმა პარტიამ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

26 სექტემბერი 2020, 18:19 1324 ნახვა

ლეიბორისტული პარტიის   საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 10 მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობა ცნობილია. ისინი დღეს საზოგადოებას  პარტიის ლიდერმა,  შალვა ნათელაშვილმა წარუდგინა.  ღონისძიება მეტეხის ეკლესიის ეზოში გაიმართა. 

"ლეიბორისტული პარტიიდან" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად  ბათუმის ოლქში დასახელდა   ტარიელ კალანდარიშვილი, ხოლო  რეგიონში   პარტიის"  სიის  სათავეში  იქნება  ზურაბ ლომია. ნათელაშვილი  ამბობს, რომ მზადაა იყოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თუ ეს ხალხის ნება იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში