„საქართველო მზადაა, ხელი შეუწყოს დეესკალაციას“-ოფიციალური თბილისი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე

27 სექტემბერი 2020, 15:10 1235 ნახვა

შეშფოთებით ვაკვირდებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო გამწვავებას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რითაც უწყება ეხმაურება სომხეთ - აზერბაიჯანს შორის მიმდინარე პროცესებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომ საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობას დამყარებას. სომხეთსა და აზერბაიჯანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში