აჭარაში კორონავირუსის 175 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

28 სექტემბერი 2020, 11:05 1368 ნახვა

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 175 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 პაციენტი კი გარდაიცვალა.

"გარდაიცვლა 65 და 70 წლის მამაკაცი, რომლებიც დაახლოებით ერთი კვირის წინ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შეყვანილი იყო კლინიკაში. მათი მდგომარეობა თავიდანვე შეფასდა ძალიან რთულად, ამასთანავე მათ ჰქონდათ თანმდევი დააავადებები . განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. გატარდა ყველა შესაბამისი ღნისძიება, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დღეისათვის აჭარის კლინიკებში მკურნალობას გადის 492 პაციენტი, აქედან 40 ბავშვია, 14 ორსული. კოვიდ კარანტიებში მეთვალყურეობაზე იმყოფება 898 პაციენტი, მათ შორის 77 ბავშვია.

ბინაზე მკურნალობას გადის 600-მდე ინფიცირებული. გუშინ კლინიკებიდან გაეწერა 17 გამოჯანმრთელებულია, კოვიდ სასტუმროებიდან 38 გამოჯანმრთელებულია"-განაცხადა ნონა ეფაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, ინფიცირების ახალი კერები არ არის.

"ახალი შემთხვევების უმეტესობა უკვე დადასტურებული შემთხვევების ახლო კონტაქტებია და რომლებზეც ხდება მეთვალყურეობა.დღეისათვის 42 თავისუფალი საწოლია სტაციონალებში. რეანიმაციულ განყოფილებაშია 20-მდე პირი.

იმისათვის, რომ ადამიანს ტესტირება ჩაუტარდეს, ამისათვის უნდა იყოს ის ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში. იმისათვის, რომ არ მოხდეს ლაბორატორიების გადატვირთვა. გადაწყვეტილების მიზეზი იყო ის, რომ არამიზნობრივი ჯგუფების ტესტირებაც ხდებოდა"-განაცხადა ნონა ეფაძემ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში