მიკროავტობუსის მძღოლი 2 000 ლარით დააჯარიმეს

28 სექტემბერი 2020, 11:05 10695 ნახვა

ბათუმში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ნომერ 46 სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლი მგზავრთა უკანონო გადაყვანის გამო 2 ათასი ლარით დააჯარიმეს. კორონავირუსთან ბრძოლის საგანგებო შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით 25 სექტემბრიდან აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრების გადაყვანა აიკრძალა.

სამარშრუტო მიკროავტობუსის მგზავრების თქმით, ისინი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეებიდან მოდიოდნენ. განაცხადეს, რომ მძღოლი მათი თანასოფლელია და როგორც მეზობელს ისე გამოყვნენ.  ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის ყველა მძღოლი და ხაზის მფლობელი მგზავრთა გადაყვანის აკრძალვის შესახებ გაფრთხილებულია.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში