აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები მუშაობას 12 ოქტომბერს განაახლებენ 

28 სექტემბერი 2020, 12:10 2041 ნახვა

განათლების მინისტრის განცხადებით, 12 ოქტომბერს აჭარის გარდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას დაიწყებენ. მიხეილ ჩხენკელის თქმით, 19 ოქტომბერს კი სტუდენტები აუდიტორიებში დაბრუნდებიან.  

აქამდე არსებული ინფორმაციით, ბაღები პირველ ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო.

ასევე პირველ ოქტომბერს, აჭარის გარდა იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას.

„პირველ ოქტომბერს იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახებში. რასაკვირველია ეს არ ეხება აჭარას.

თუ მოსწავლეების მშობლები გადაწყვეტენ, რომ ურჩევნიათ, მათმა შვილებმა სასწავლო პროცესი გააგრძელონ დისტანციური ფორმით, ეს იქნება სრულად უზრუნველყოფილი“,- აღნიშნა ჩხენკელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში