აჭარაში 600-ზე მეტი ადამიანი ბინაზე მკურნალობს 

28 სექტემბერი 2020, 12:42 1320 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღეს ბინაზე კორონავირუსით ინფიცირებული 800-მდე პაციენტი მკურნალობს, მათგან 600-მდე აჭარაშია.

''რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციაში შემთხვევების მართვას, როგორც მოგეხსენებათ, უკვე დავიწყეთ და ბინაზე დღეისთვის წარმატებით იტარებს მკურნალობას, 800-მდე კოვიდ დადასტურებული პირი, მათი უმრავლესობა არის აჭარაში - 600-ზე მეტი პაციენტი, რომელთაც მოუახლოვდათ გამოჯანმრთელების პერიოდი და მალე ისინი დაუბრუნდებიან ჩვეულ სოციალურ აქტივობას.

შედარებით ნალები პაციენტების რაოდენობაა თბილისსა და იმერეთში. ეს მოდელი ეტაპობრივად გაფართოვდება. 25 ონლაინკლინიკის ჩვენ გარდა, ვგეგმავთ პროგრამაში ჩაერთონ სხვა ოჯახის ექიმები,  დიდ ქალაქებში განსაკუთრებით, რათა მიმდინარე მეთვალყურეობა პაციენტმა მიიღოს მისივე ოჯახის ექიმისგან. 

რაც შეეხება საწოლფონდს, სამი ათასამდე საწოლია მობილიზებული ქვეყნის მასშტაბით. ყველაზე მეტი დატვირთა მაინც მოდის ბათუმზე. მიმდინარე პერიოდში ბათუმში 80 საწოლი არის მუდმივად თავისუფალ მდგომარეობაში შენარჩუნებული, რათა საჭიროების შემთხვევაში გვქონდეს პაციენტების გადაყვანის შესაძლებლობა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში