შესაძლოა დღეში 500-მდე ახალი შემთხვევაც იყოს - ამირან გამყრელიძე

28 სექტემბერი 2020, 13:30 6287 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით,  ახალი შემთხვევების რაოდენობა პერიოდულად 200-დან 500-ის ფარგლებში იქნება, თუმცა მთავარია, იყოს მართვადი. 

„სამწუხაროდ, გვაქვს 31 გარდაცვალება. ქვეყანაში სიკვდილიანობის მთლიანი პროცენტი არის 0.56, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზირებადი იყო, რომ სექტემბერში შემთხვევების რაოდენობა მოიმატებდა, შესაბამისად მოიმატებდა საშუალო და მძიმე, მათ შორის კრიტიკული შემთხვევები, თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ სამწუხაროდ, მედიცინაში ეს ხდება, თუმცა შემთხვევათა დიდი რაოდენობის ფონზე, საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პროცენტი.

ჯერჯერობით აჭარა რჩება ყველაზე ცხელ წერტილად. ანუ, ხდება კონცენტრირება ინფექციის დიდი ნაწილის, ეს მერყეობს 60-დან 75 პროცენტამდე სხვადასხვა დღეს. დღეისთვის აჭარაში სტანციონარებში არის 502, კოვიდ-სასტუმროებში 998, ბინაზე მეთვალყურეობის ქვეშ 600-მდე ინფიცირებული.

პროგნოზირებადი იყო, რომ ჩვენ შემოდგომაზე, ზაფხულის სეზონის შემდეგ გვექნებოდა ზრდა და რომ ეს ყველაფერი დაიწყებოდა აჭარიდან. ამავე დროს, უნდა გავითავისოთ ისიც, რომ ჩვენ ყოველდღიურად გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვექნება შემთხვევათა მერყეობა 200-400-500-ის ფარგლებში, მაგრამ ეს ყველაფერი მთავარია უნდა იყოს მართვადი. ჯერჯერობით ეს ყველაფერი სრულად მართვადია და ავადმყოფებს ეწევათ შესაბამისი დახმარება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში