მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი-გამოხმაურებები

28 სექტემბერი 2020, 18:44 1743 ნახვა

ყარაბაღის კონფლიქტს ფეთქებადსაშიშს უწოდებენ ქართველი პოლიტიკოსები და ამბობენ, რომ მდგომარეობის ესკალაცია დაუშვებელია, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, საფრთხე მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას ექმნება. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ქვეყნის საგარეო უწყება ორივე ქვეყნის კოლეგასთან მუდმივ კონტაქტზეა.  ოპოზიცია მთავრობას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდებს. ექსპერტები აცხადებენ, რომ ფართომაშტაბიანი ომის შემთხვევაში საქართველო რთულ მდგომარეობაში ჩავარდება და მოუწოდებენ ხელისუფლებას ყველანაირი ბერკეტი გამოიყენონ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში