დღის ბოლომდე აჭარაში 400 ზე მეტი კლინიკურად გამოჯანმრთელებული ადამიანი გვეყოლება - თორნიკე რიჟვაძე

28 სექტემბერი 2020, 19:31 1393 ნახვა

“არცერთი კოვიდინფიცირებული არ გვყავს ძირითადი სამედიცინო სერვისის გარეშე” - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბოლო დღეებში პილოტურად, მათ შორის აჭარაში ამოქმედდა ახალი პროტოკოლი, როგორც ბინაზე მართვის ნაწილში, ასევე დღეს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, კოვიდსტატუსტთან დაკავშირებით, რაც გამოჯანმრთელების კრიტერიუმებს გულისხმობს, რომლის შესაბამისადაც დღეს, დღის ბოლომდე აჭარაში გვეყოლება 400-ზე მეტი კლინიკურად გამოჯანმრთელებული ადამიანი. ისინი, როგორც ჰოსპიტალებიდან, ისე სასტუმროებიდან გაეწერებიან ბინაზე.

რაც შეეხება მიმდინარე დინამიკას და სტატისტიკას, არსებული სამნიშნა რიცხვები, მდგომარეობას ართულებს, თუმცა მთავარია, რომ ყველა ახალ კოვიდინფიცირებულთან მიმართებაში ტარდება შესაბამისი რეაგირება, როგორც გადაუდებელი სამსახურების მიერ, ასევე ჰოსპიტალური საჭიროებების ნაწილში. ასევე ხდება უსიმპტომო პაციენტების მართვა ოჯახის ექიმების მიერ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში