თბილისში, ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

29 სექტემბერი 2020, 10:28 1205 ნახვა

თბილისში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა ხის მასალების სასაწყობე ფართი და რამდენიმე მაღაზია. იყო ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის გავრცელების შეკავება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში