აეროპორტში დააკავეს მოქალაქე, რომელსაც საქართველოში 330 აბი „სუბუტექსი“ შემოჰქონდა - შსს

29 სექტემბერი 2020, 10:33 1477 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების  შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ჟ.ი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის პარიზი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 330 აბი ამოიღო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ჟ.ი.-ს დახმარებით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. 

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში