აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, იგი 55 წლის ქალია

29 სექტემბერი 2020, 10:47 2710 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა - მონაცემები stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.  ამ დროისთვის საქართველოში covid-19-ით  33 მოქალაქეა გარდაცვლილი.

55 წლის ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. უწყების ცნობით მას COVID -19, ორმხრივი ლიქვოროთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა.

''პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკორონარული შუნტის არსებობა, მიტრალური და სამკარიანი სარქველების ერთდროული დაზიანება, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, წითელი ქარი. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

დღეს, 29 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში