მარნეულში მომხდარ ინცინდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

29 სექტემბერი 2020, 23:32 1423 ნახვა

მარნეულში, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან "ენმ"-ს აქტივისტები.

ფიზიკურად გაუსწორდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს და თავს დაესხნენ,  "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს. ადგილობრივ კორესპონდენტს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

დაზიანებულია ერთი ავტომობილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 

„გამოძიება მყისიერად დავიწყეთ გივი ქველაძის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე 126-ე მუხლით. რაც შეეხება ჯეიჰუნ მუჰამედ ალის ცემის ფაქტს, გამოძიება დავიწყეთ სსკ-ის 154-ე მუხლით, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაზე ხელის შეშლას გულისხმობს. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენ პირთა დაკავების მიზნით. შსს- ყველაფერს აკეთებს, ვინაიდან დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი, როგორც ქალაქ მარნეულში ასევე მთელ საქართველოში ყველანაირი საგამოძიებო მოქმედებები მყისიერად ჩატარდება.

მისივე განმარტებით, მაშინ, როდესაც გივი ქველაძეზე თავდასხმის ფაქტი მოხდა, ადგილზე სამართალდამცველები არ იმყოფებოდნენ".- აცხადებენ უწყებაში. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში