მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს 

30 სექტემბერი 2020, 11:39 2026 ნახვა

გუშინ, გვიან ღამით, მარნეულში, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დაპირისპირებისას, დაშავდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები. გავრცელებული ინფორმაციით, ინცინდენტისას დაზიანდა სამუშაო ტექნიკაც.

მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

''საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ჟურნალისტური საქმიანობა კანონმდებლობით არის დაცული. ეს ნიშნავს, რომ დაუშვებელია მასში უკანონოდ ჩარევა და ხელისშეშლა და ასეთ ქმედებას აუცილებლად მოჰყვება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო გმობს მარნეულში მომხდარ ინცინდენტს და არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს, მათ მხარდამჭერებსა და აქტივისტებს, მოუწოდებს გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავშეკავება მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას.

ვინაიდან მსგავსი ინცინდენტები წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის და აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს, მაუწყებელს აქვს მოლოდინი, რომ დროულად მოხდება დამნაშავე პირთა გამოვლენა და სათანადოდ დასჯა. ამავე დროს, გატარდება ქმედითი ღონისძიებები იმისთვის, რომ წინასაარჩევნო და შემდგომ პერიოდში მასმედიის ყველა წარმომადგენელს ჰქონდეს თავისუფლად და უსაფრთხო გარემოში მუშაობის და მიმდინარე მოვლენების დაუბრკოლებლად  გაშუქების შესაძლებლობა'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

                                                                 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში