საქართველოში კორონავირუსით 38-ე პაციენტი გარდაიცვალა, იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა

30 სექტემბერი 2020, 12:52 2931 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 38-ე პაციენტი გარდაიცვალა. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

კორონავირუსით გარდაცვლილი 38-ე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, პაციენტი - 61 წლის, ქალი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 30 სექტემბერს შეიყვანეს.

"პაციენტი შემოიყვანეს ღამით, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით - კოვიდ 19, ტოტალური პნევმონია, ჭარბი წონა, გულის უკმარისობა, . პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა"- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

საქართველოში 24 საათში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6192 -ს შეადგენს. ამასთან, საქართველოში კორონავირუსისგან 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში