კორონავირუსით 39-ე პაციენტი გარდაიცვალა - 61 წლის ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა

30 სექტემბერი 2020, 17:24 2466 ნახვა

კორონავირუსით 39-ე პაციენტი გარდაიცვალა - 61 წლის ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. კლინიკის დირექტორის გია კიკაბიძის განცხადებით, პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. ის ბოლო დღეების განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ქალი სამედიცინო დაწესებულებაში 13 სექტემბერს შეიყვანეს. 

დღეს ბათუმში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 60 წლის ქალი კლინიკაში გვიან ღამით შეიყვანეს. ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. 

''გარდაცვლილია ორი პაციენტი. 60 და 61 წლის ქალები. პირველი პაციენტი ღამის ორ საათზე იქნა შემოყვანილი. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. ტომოგრაფიის სურათზე აღენიშნებოდა ორმხრივი ტოტალური პნევმონია და თანმხლები დაავადება უნივერსალური სიმსუქნე. შემოყვანიდან რამდენიმე საათში ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა. 

მეორე პაციენტი 61 წლის ქალია, რომელიც 13 სექტემბერს შემოიყვანეს. დადგენილი ჰქონდა კოვიდი. თავიდან განყოფილებაში მკურნალობდა, მაგრამ მდგომარეობის გართულების შემდეგ გადავიყვანეთ რეანიმაციაში. დიდი ხნის განმავლობაში მიეწოდებოდა ჟანგბადი მაღალი წნევით. 24 სექტემბრიდან იყო მართვის სუნთქვაზე, რადგან დისტრეს სინდრომი განვითარდა. 

მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა პაციენტი დღეს, დაახლოებით, 13:00 გარდაიცვალა'' - განაცხადა გია კიკაბიძემ.

რესპუბლიკურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 23 პაციენტია მოთავსებული, ექვსი მათგანი მართვის სუნთქვაზე და კრიტიკულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში