ყარაბაღში ისევ ომია

30 სექტემბერი 2020, 20:00 1173 ნახვა

საქართველო მზად არის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგის გამართვის მიზნით, კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში უმასპინძლოს. ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგისკენ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოება.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სომხეთის მოთხოვნით დააკმაყოფილა დროებითი ზომები, რომელთა მიხედვითაც აზერბაიჯანსა და სომხეთს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებებისგან თავის შეკავების ვალდებულება დააკისრა. თურქეთი კი აცხადებს , რომ მხარს უჭერს უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებას, გაავრცელოს ლეგიტიმური ძალაუფლება მთიან ყარაბაღზე.

3 დღეა, მთიანი ყარაბაღის გარშემო სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს, რასაც ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში