საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

01 ოქტომბერი 2020, 10:56 3007 ნახვა

დღეს, პირველ ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მონაცემები stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. 

გამოჯანმრთელდა 299 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 419-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილია 39 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 413 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 პირი. 

თბილისსი რესპუბლიკური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის განცხადებით, პაციენტებს შორის 35 კრიტიკულად მძიმეა. 

''სამწუხაროდ გვაქვს 448 ახალი შემთხვევა. აქტიური ქეისი გახლავთ 3155, აქედან 35 არის კრიტიკულად მძიმე. მათ შორის 33 იმყოფება მართვით სუნთქვაზე. 

განაწილება ასეთია:  აჭარა ისევ ლიდერია, 241 შემთხვევაა, ინფიცირების შემთხვევები გაზრდილია იმერეთშიც და არის 98, თბილისში 62, სამეგრელო ზემო-სვანეთში - 15, გურიასა და შიდა ქართლში -7, კახეთში ორი, იმპორტირებულია - 6'' - განაცხადა მარინა ენძელაძემ

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში