დღეიდან ბათუმში ცხელების კარანტინი ამოქმედდება

01 ოქტომბერი 2020, 11:43 2029 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგიონის ორ კლინიკაში ამოქმედდება ცხელების კარანტინი, სადაც მოქალაქეები ტესტის პასუხს დაელოდებიან. 

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ბოლო დღეების განმავლობაში კოვიდინფიცირებულ ბავშვებს მკურნალობდნენ.

''ინტენსიურ რეჟიმში იმუშავებს ცხელების კარანტინი, რომელიც განტვირთავს ცხელების კლინიკებს და ეს გახლავთ "მედ ემერჯენსი" და დღეიდან უკვე ბათუმის ინფექციური საავადმყოფო იმუშავებს როგორც ცხელების კლინიკა.

პირველადი ტრიაჟი გაკეთდება ცხელების კარანტინში და საჭიროების მქონე პაციენტები მოცდის რეჟიმში დაელოდებიან თავიანთი ტესტირების პასუხს ამავე კარანტინში'' - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. 

მინისტრის თქმით, უფასო ტესტირება ტარდება ბათუმის პირველი პოლიკლინიკაში, თუმცა ლაბორატორიული დიაგნოსტიკა უტარდებათ მხოლოდ რისკის მქონე პაციენტებს, რომლებსაც საეჭვო ჩივილები აქვთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში