ბათუმში უხვი ნალექის შედეგად ქუჩები დაიტბორა

01 ოქტომბერი 2020, 23:07 5443 ნახვა

ბათუმში, უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. შეფერხებული იყო ავტომობილების გადაადგილებაც.

აღნიშნული ძლიერი წვიმა განპირობებული იყო ლოკალურად განვითარებული და სამხრეთ დასავლეთიდან გავრცელებული ნოტიო ჰაერის მასების ურთიერთმოქმედების შედეგად, აჭარაში ნალექი დღის განმავლობაშიცაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ხანმოკლე პერიოდით კვლავ გაწვიმდეს კოკისპირულად.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, 30-მდე გამოძახება დაფიქსირდა. რაც ძირითადად, ეზოების დატბორვას უკავშირდებოდა.

ბათუმის წყლის ინფორმაციით მომდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

"ბათუმში ძლიერი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩაზე დაფიქსირდა დატბორვა. მობილიზებულია ბათუმის წყლის სპეციალური ტექნიკა, სანიაღვრე ქსელის ჯგუფები და ამ წუთებში მიმდინარეობს სამუშაოები. ჭების თავზე დაგროვილმა ნაგავმა რომ არ შექმნას გამტარუნარიანობის მხრივ პრობლემა, ვასუფთავებთ. 24 საათის განმავლობაში ჯგუფები მობილიზებული გვეყოლება იმ ადგილებში, სადაც პრობლემა შეიქმნება.", - აცხადებენ "ბათუმის წყალში".

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში