ხელვაჩაურში მეწყერმა სავარაუდოდ 5 ადამიანი მოიყოლა - სტიქია აჭარაში

02 ოქტომბერი 2020, 01:41 11142 ნახვა

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში, მეწყერი ჩამოწვა. ადგილობრივების თქმით, მეწყერმა თედორაძეების საცხოვრებელი სახლი მოიყოლა, რომელშიც 3 ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. მეწყერი გზაზე მიმავალ ავტომობილსაც დაეცა, რომელშიც 2 ადამიანი იმყოფებოდა. 

ადგილზე, ამ დროისთვის სამძებრო და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.  

სტიქიის ზონაში იმყოფება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, მისივე ინფორმაციით, ადგილობრივი მაშველების დასახმარებლად, სამაშველო ჯგუფები ქვეყნის სხვადასხვა ადგილიდან ჩავლენ. მოქალაქეების სამძებრო სამუშაოები დილამდე გაგრძელდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში დამატებით სამაშველო ჯგუფები მიემართებიან. იმერეთიდან - სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით. 

სამუშაოებში ასევე ჩართულია აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 60-კაციანი შემადგენლობით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი "მთავარის" სპეციალური გამოშვებით, ადგილზე არსებულ ვითარებას პირდაპირ ეთერში აშუქებდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში