ხელვაჩაურსა და ბათუმში აბონენტების ნაწილს გაზი არ მიეწოდება

02 ოქტომბერი 2020, 10:14 1483 ნახვა

გუშინდელი სტიქიის შედეგად დაზიანდა გაზსადენი ქსელი, ხელვაჩაურში 350 აბონენტს გაზი არ მიეწოდება. "სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები მეწყერის გაწმენდის შემდეგ დაიწყება.

დაზიანებები დაფიქსირდა ბათუმშიც, რის გამოც 250 აბონენტი გაზის გარეშეა დარჩენილი. ბათუმში აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია და დღის გამავლობაში მოხდება გაზმომარაგების აღდგენა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში