საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა

02 ოქტომბერი 2020, 10:43 1305 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით კიდე 2 პაციენტი გარდაიცვალა და ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილები მკურნალობის კურსს ქუთაისის კლინიკა "ბომონდში" გადიოდნენ. ერთი გარდაცვლილი 78 წლის ქალია, მეორე კი 72 წლის მამაკაცი.

"გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა ქუთაისის კლინიკა "ბომონდში", სადაც 90 პაციენტი მკრნალობს.

ერთი გარდაცვლილი 78 წლის ქალია, რომელსაც ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება, ხორხის სიმსივნე, ჰქონდა ორმხრივი მძიმე, პნევმონია და მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა მდგომარეობიდან.

მეორე 72 წლის მამაკაცია, მას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, კარდიომიოპათია და ორმხრივი ჰიდროთორაქსი აღენიშნებოდა"-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში