აჭარაში კორონავირუსის 297 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

02 ოქტომბერი 2020, 10:57 1488 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 297 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 228 პირი.

ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ახალი შემთხვევების უმეტესობა უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია.

მისივე განცხადებით, კარანტინებში არის დაახლოებით 800 პირი, 1000-მდე პირი კი მკურნალობას ბინაზე გადის.

"გასული 24 საათის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა 297-ით გაიზარდა, თუმცა ეს შემთხვევები გამოვლენილია უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებიდან, მათგან ჩვენ ველოდით დაინფიცირების მაღალ მაჩვენებელს. სიტუაცია არის სტაბილური. დაუყოვნებლივ ყველა კონტაქტთან ხდება ინფორმაციის მიწოდება, რომ ისინი 12 დღის განმავლობაში უნდა იყვნენ იზოლაციაში და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაშ მიმართონ ექიმს.

გარდა ამისა გვაქვს ცხელების კარანტინი, სადაც ნებისმიერ ახლო კონტაქტს შეუძლია მიმართოს. სასტუმროში მას აუღებენ ლაბორატორიულ ნიმუშს და იქ შეუძლია პირს დააყოვნოს, მანამ სანამ ის მიიღებს ლაბორატორიული კვლევის შედეგს. ეს იქნება არაუგვიანეს 24 საათისა.

ზოგადად სიტუაცია კონტროლირებადია. პაციენტი რომელსაც ნამდვილად სჭირდება სამედიცინო მომსახურების მიღება ის მოხდება სტაციონალში, დანარჩენ მსუბუქ ფორმებს შეუძლია მკურნალობა გააგრძელონ როგორც ბინაზე, ისე კარანტინებში.

კარანტინებში დღეს არის 800-მდე პირი კოვიდინფიცირებული, ონლაინ მეთვალყურეობის ქვეშ დაახლოებით 1000-მდე პირი.

მოსახლეობას მივმართავ თხოვნით, ვინაიდან სიტუაცია გვაქ ეპიდემიოლოგიურად დაძაბული, შეიძლება ახლო კონტაქტებს შორის დადასტურებულ შემთხვევათა მატება მოხდეს, ამიტომ თხოვნით მივმართავ ყველას აუცილებელია კომუნიკაცია, კონტაქტი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი, გარდა აუცილებელი საჭიროებისა. უნდა დავიცვათ დისტანცია და პირბადის ხმარების წესები"-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

8 სამედიცინო დაწესებულება არის ჩართული კოვიდპაციენტების მართვაში, გარდა ამისა მოქმედებს 2 ცხელების კლინიკა, 1 ცხელების კარანტინი. ამ დროისთვის თავისუფალი საწოლების რაოდენობა 65-ია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში