აჭარის ყველა კოვიდმიმღებ კლინიკაში ვიმუშავებთ - ლევან რატიანი

02 ოქტომბერი 2020, 11:54 1065 ნახვა

დღეს აჭრის ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკურ კონსულტანტთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. რეგიონში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, რეგიონში იმყოფება თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი კლინიკური კონსულტანტანტების გუნდთან ერთად.

სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კონსულტანტთა ჯგუფის მუშაობის მიზანს კოვიდ კლინიკებში კლინიკური მართვის ხარისხის შეფასება და მძიმე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.

''ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით ვართ ჩამოსული ჯგუფი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეანიმაციული განყოფილების სპეციალისტები. ჩართვას რაც შეეხება, ჩავერთვებით, რომ ჩვენს კოლეგებს, რომლებიც ამ ეტაპზე კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ მივაწოდოთ ინფორმაცია. გამოცდილება გავუზიაროთ. თუ რაიმეს სახის პრობლემა გამოიკვეთა მოვაგვაროთ. აჭარის ყველა კოვიდ მიმღებ კლინიკაში ვიმუშავებთ'' - ამბობს რატიანი. 

მისივე თქმით, აჭარიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ძირითადად გადმოყვანილები არიან ორსულები, ასევე შედარებით მძიმე პაციენტები. ლევან რატიანის თქმით, ყველა მათგანს დადებითი დინამიკა აქვს. 

აჭარაში იმყოფება ასევე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიაც. 

დღეს რეგიონში კორონავირუსის 297 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში