საქართველოში კორონავირუსით კიდევ ხუთი პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის ორი ბათუმში 

02 ოქტომბერი 2020, 12:11 2027 ნახვა

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით სულ ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ორი ბათუმში მკურნალობდა. გარდაცვლილტა რიცხვი 46-მდე გაიზარდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაიცვალა 90 წლის ქალი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 სექტემბერს შეიყვანა. პაციენტს  COVID -19 ერთად სხვა ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.

''პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

მეორე გარდაცვლილი კი 57 წლის ქალია,  ისიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: უნივერსალური სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტი.

სამი პაციენტი გარდაიცვალა დღეს ქუთაისში. პაციენტები, მკურნალობის კურსს “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში გადიოდნენ. გარადცვლილია 72 წლის მამაკაცი და 78 წლის ქალი, რომელსაც ორმხრივ მწვანე პნევმონიასთან ერთად, სხვა დაავადებებიც ჰქონდა. მათ შორის ონკოლოგიური. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში