დღეს საღამოდან გააქტიურდება კონტაქტების მოძიება და ეს მოხდება არაუგვიანეს 24 საათში - ეკატერინე ტიკარაძე

02 ოქტომბერი 2020, 12:47 4436 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აჭარაში გაძლიერდა ეპიდემიოლოგების ჯგუფი.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით კონტაქტების მოძიება მოხდება არაუგვიანეს 24 საათისა.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენ ამ ეტაპზე გვყავს ხუთი გარდაცვლილი, ორი ბათუმში, სამი ქუთაისში. ერთ-ერთი არის საქართველოს მოქალაქე ოკუპირებული ტერიტორიიდან, კერძოდ, ოჩამჩირიდან.

გარდაცვლილს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები. მნიშვნელოვანია, რომ ასაკობრივი გრადაცია არის 51-დან 90-წლამდე.

დღევანდელ სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ უფრო მეტად გავაქტიურდებით კონტაქტების მოძიებისა და მათი იზოლაციის კუთხით. პროცესი დღეს საღამოდან დაიწყება და ეს უფრო მეტად ეფექტურს გახდის ინფექციის გავრცელების შეკავებას.

ჩვენი გავაძლიერეთ ეპიდემიოლოგების ჯგუფი, ამიტომ კონტაქტების მოძიება მოხდება არაუგვიანეს 24 საათისა, ასევე ჩვენი გეგმა არის უფრო დავხვეწოთ და ჩავრთოთ მოძიებაში სხვადასხვა პროგრამები და ასევე თანამედროვე ტექნოლოგიები​“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები ექვემდებარება სწრაფ იზოლაციას.

"ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანი, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე ექვემდებარება. როცა აქამდე იყო სურვილით, რომ მე ვიყავი კონტაქტში დღეს გამომიკვლიე, ხვალ გამომიკვლიე და ა.შ დღეიდან ახლო კონტაქტში მყოფი პირი, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე ექვემდებარება სწრაფ იზოლაციას. თუ საშუალება აქვს თვითიზოლაციას, თუ არა და კარანტინში გადაყვანას და 14 დღის განმავლობაში ყოფნას კარანტინში ან იზოლაციაში. ამაზე დღეს ახალი პროტოკოლი დამუშავდება.

თუ მას სიმტომები უჩნდება იძახებს 112-ს, მოდიან, გაუკეთებენ კვლევას და მერე სხვა პროტოკოლით მიდის მართვა"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში