ძლიერი წვიმის შედეგად სახლების პირველი სართულები და მაღაზიები დაიტბორა

02 ოქტომბერი 2020, 18:06 1163 ნახვა

უხვი ნალექის გამო დაიტბორა  ბათუმის ქუჩები. კახაბრის დასახლებაში, შარაშიძის ქუჩაზე  ფეხით გადაადგილებაც კი გართულებული იყო.  აქ ამბობენ, რომ ძლიერ წვიმას  მდინარე მეჯინისწყლის ადიდებაც დაემატა, რამაც მდგომარეობა უფრო გაართულა. წყლები შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე. დაზიანებულია ტექნიკა და ავეჯი. ანალოგიური ვითარებაა ბონში, ნოღაიდელისა და კაიკაციშვილის ქუჩებზე.   მოსახლეობა გვიყვება, რომ  ბოლო 40 წელია ამ მასშტაბის სტიქია არ ახსოვთ. ისინი შექმნილ მდგომარეობას სანიაღვრე არხებს უკავშირებებნ, რომელიც მათი თქმით, ორი წლის წინ შეიცვალა. ამბობენ, რომ სანიღვრე  არხებმა წყალი ვეღარ გაატარა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში