მოსახლეობის პრეტენზია ,,მაჭახელა ჰესის" მიმართ

03 ოქტომბერი 2020, 00:19 2310 ნახვა

ხელვაჩაურში, მაჭახელას ხეობაში, სოფელ ქედქედში ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ,,მაჭახელა ჰესის“ არხი დაზიანდა და წყლის მასა არხიდან სოფელში გადმოვიდა.

ადგილობრივების თქმით, მიწის მასამ ბეტონის ზედაპირი ჩაამტვრია და არხმა წყლის გატარება ვერ შეძლო. რის შედეგადაც წყლის ნაკადი გზაზე გადმოვიდა და მიმდებარედ საცხოვრებელი სახლების ეზოებში შეაღწია.

ადგილობრივები ჰესის ადმინისტრაციისგან აღნიშნული არხის სრულ რეაბილიტაციას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავს წყლის ნაკადს დასახლება ვერ გაუძლებს და შესაძლოა მათთვის ეს ფატალური შედეგით დასრულდეს.

მედიის იქ ყოფნის პერიოდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ მოსულან, როგორც ადგილზე გვითხრეს, მათი პრობლემით არც მანამდე არ დაინტერესებულან.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟი. სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადამ ტერიტორია, გადამღები ჯგუფის მისვლის შემდეგ მალევე დატოვა.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში