მეწყერში მოყოლილ 16 წლის ბიჭს მაშველები ამ დრომდე ეძებენ

03 ოქტომბერი 2020, 12:40 1632 ნახვა

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერში მოყოლილი მოზარდის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. 16 წლის ბიჭის პოვნა მეორე დღეა ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არასრულწლოვანს არ იპოვიან.

გუშინ დამეწყრილ ტერიტორიაზე 20 საათიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის მოზარდის  მშობლების და  მსუბუქ ავტომობილში მყოფი 2 ახალგაზრდა კაცის.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში