ქედქედის მოსახლეობა შველას ითხოვს

03 ოქტომბერი 2020, 12:20 996 ნახვა

მაჭახელას ხეობაში, სოფელ ქედქედში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.   სოფელში ამბობენ, რომ დაზიანებულია  ,,მაჭახელა ჰესის“ არხი, რის გამოც წყალი  არხიდან სოფელში გადავიდა და საცხოვრებლების ეზოები დატბორა.  ადგილობრივები ჰესის ადმინისტრაციას არხის სრულ რეაბილიტაციას  სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ირწმუნებიან, რომ  მდგომარეობა უფრო გართულდება. 

ადგილზე  არ გამოჩენილან ,,მაჭახელა ჰესის“     წარმომადგენლები, თუმცა  მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციის  ეკიპაჟი. სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადამ  კი ტერიტორია, ჩვენი გამოჩენის  შემდეგ მალევე დატოვა.   „მაჭახელა ჰესის“ იურისტის თქმით კომენტარს მომხდარზე მოგვიანებით გააკეთებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში