რატომ დაიწვა თავი რუსმა ჟურნალისტმა?

03 ოქტომბერი 2020, 12:05 1259 ნახვა

რუსული გამოცემა Kozapress -ის მთავარმა რედაქტორმა, 47 წლის ირინა სალვინამ ნიჟნი-ნოვგოროდში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ თავი დაიწვა. მიღებული დაზიანებების გამო ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.როგორც BBC-ის რუსული ბიურo წერს, წინა დღეს მან ფეისბუქზე პოსტი დატოვა: "ჩემს სიკვდილში რუსეთის ფედერაცია დაადანაშაულეთ". მანამდე, სალვინამ განაცხადა, რომ მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.ირინა სალვინა 2019 წელს ხელისუფლებაზე უცენზურო ფეისბუქპოსტის გამო 70 ათასი რუბლით დააჯარიმეს, ხოლო ბორის ნემცოვის ხსოვნისთვის მოწყობილი აქციის გამო — 20 ათასი რუბლით.

ადგილობრივმა აქტივისტმა გრიგორი ტიფანიუკმა BBC-ისთან ივარაუდა, რომ სლავინას თვითმკვლელობის მიზეზი შესაძლოა, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან მუდმივი ზეწოლა გამხდარიყო.საგამოძიებო ორგანოებში აცხადებენ, რომ ჟურნალისტი ერთ-ერთი საქმის ფარგლებში არა ბრალდებული ან ეჭვმიტანილი, არამედ თვითმხილველი იყო, რის გამოც მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში