კოვიდი აღმოაჩნდა ლევან ანთაძეს, ლევან ვარშალომიძე კი კვლევის პასუხის მოლოდინშია

03 ოქტომბერი 2020, 15:25 1810 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ანთაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი მკურნალობის კურსს სახლში გადის. ბათუმის საკრებულოს წევრი ამბობს, რომ ,,კოვიდ 19“-ზე გამოკვლევა მას შემდეგ ჩაიტარა, რაც ტემპერატურა დაუფიქსირდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეხუთე ნომერი, რამდენიმე დღის წინ პარტიული სიის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა, თუმცა როგორც მაუწყებელთან განაცხადა, ღონისძიებაზე ყველა წესს იცავდა.

დღეს კოვიდზე ტესტი ჩააბარა ლევან ვარშალომიძემ. პარტიის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა პარლამენტში, მედიასთან კომენტარის გაკეთება კვლევის პასუხის გაგებამდე არ ისურვა.

ცნობისთვის, ვირუსი დაუდასტურდა ლევან ვარშალომიძის მამას. ის რამდენიმე დღეა კლინიკაში მკურნალობს, მაგრამ სხვა დაავადებაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში