კახიძეების ოჯახი საფრთხის ქვეშ

03 ოქტომბერი 2020, 15:15 6059 ნახვა

სოფელ ზედა ჯოჭოში კახიძეების  სახლს მეწყერმა საძირკველი გამოაცალა. ეზოში სამ მეტრამდე მიწა ჩამოიშალა და საფრთხე მეზობელ სახლსაც შეუქმნა. სტიქიით დაზარალებული ხუთსულიანი ოჯახი თავს ახლობლებს აფარებს. მათ სახლში შესვლა ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენლებმა აუკრძალეს. დაზარალებულები გეოლოგების მიერ  ტერიტორიის შესწავლას ითხოვენ.

თვითმმართველობაში გვითხრეს, რომ მეწყერის შედეგებს ამ სახლთან უახლოეს დღეებში შეისწავლიან და დასკვნის შედეგად ოჯახს სავარაუდოდ ქირით გაიყვანენ. იმ შემთხვევაში თუ სახლი საცხოვრებელ პირობებს დააკმაყოფილებს ფერდსამაგრი სამუშაოები დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში