მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ბიჭის ცხედარი იპოვეს

03 ოქტომბერი 2020, 18:30 2368 ნახვა


ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი 14  წლის მოზარდი მაშველებმა იპოვეს. ცხედარი უკვე გადაასვენეს პროზექტურაში. ტრაგედიის ადგილზე 100-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

თითქმის 48 საათიანი სამძებრო სამუშაოები ქვემო ჯოჭოში უკვე დასრულებულია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში