მეწყერი ჯოჭოში - სტიქიის ზონაში გეოლოგების ჯგუფი იმყოფებოდა 

03 ოქტომბერი 2020, 20:15 1657 ნახვა

2 დღიანი შეუჩერებელი სამუშაოების შედეგად მაშველებმა ქვემო ჯოჭოში მოყოლილი ოჯახის არასრულწლოვანი წევრიც იპოვეს. 16 წლის მოზარდი პროზექტურაშია გადაყვანილი. მის გარდა მიწის მასის ქვეშ კიდევ 4 ადამიანი იყო მოყოლილი.

ტერიტორიაზე გეოლოგებიც მივიდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თედორაძეების ოჯახს განცხადება ჰქონდათ შეტანილი მერიაში, ადგილის საფრთხის შემცველობის შესახებ მცდარია, რადგან ზოგადად სოფელი მთლიანად ეროზიულია. აჭარის მთავრობაშიც 2 დღეა ამბობენ, რომ მსგავსი განცხადება არქივში არ არის, თუმცა საკითხზე მოკვლევა მაინც ჩატარდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში