საქართველოში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა

04 ოქტომბერი 2020, 11:18 1920 ნახვა

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ორი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის განცხადებით, პაციენტებს შორის 43 კრიტიკულად მძიმეა, აქედან 41 მართვით სუნთქვაზე.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 370 აჭარაში გამოვლინდა. ასევე, აჭარაში გარდაიცვალა ორი პაციენტიდან ერთ-ერთი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაიცვალა  90 წლის მამაკაცი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი შეიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. პაციენტს აღენიშნებოდა COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ტვინის ინფარქტი.

მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: პარკინსონის დაავადება. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში