დაკარგული მძღოლის ძებნა დილიდან განახლდა

04 ოქტომბერი 2020, 12:40 1213 ნახვა

სტიქიიდან სამი დღის შემდეგ მაშველები ისევ  მდინარე ,,მეჯინისწყალში“ ეძებენ დაკარგულ მალხაზ ჯაფარიძეს. სამუშაოები დილის 7 საათზე განახლდა.  პარალელურად სამძებრო პროცესი გრძელდება ზღვაშიც.  პროცესში  კატარღა და დრონია ჩართული. 

პირველ ოქტომბერს სოფელ ,,სატეხიაში“  უეცრად მოვარდნილი ღვარცოფის გამო მალხაზ ჯაფარიძე  მდინარეში მანქანით გადავარდა.  ავტომობილი იმავე ღამით ამოიყვანეს თუმცა მძღოლს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. იგი აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელია.
   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში