ტესტის პასუხი უარყოფითია -ლევან ვარშალომიძე

04 ოქტომბერი 2020, 12:30 1557 ნახვა

''კოვიდ 19“  დაუდასტურდა მამაჩემს, ამიტომ გამოკვლევა ჩავიტარე მეც, ტესტის პასუხი კი უარყოფითია“-ამ შინაარსის პოსტი ლევან ვარშალომიძემ სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე  გამოაქვეყნა. ,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა, ეს განმარტება მას შემდეგ გააკეთა, რაც  მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ,რომ მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატის ოჯახის წევრს კორონავირუსი ჰქონდა და რადგან ლევან ვარშალომიძე საარჩევნო კამპანიაში ჩართულია, გაჩნდა კითხვები, ხომ არ იყო ვირუსის მატარებელი თავადაც.  

ლევან ვარშალომიძე საპარლამენტო არჩევნებზე, პარტიის სიის მეშვიდე ნომერია. აცხადებს, რომ  საარჩევნო კამპანიას ჯანდაცვის ორგანიზაციის  წესების დაცვით  კვლავ გააგრძელებს. აქვე გეტყვით რომ კოვიდინფექცია დაუდასტურდა ლევან ანთაძეს რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრია და იგი საარჩევნო სიაშიცაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში