გაუჩინარებულ კაცს მეოთხე დღეა ეძებენ -მაშველებმა ძებნის არეალი გააფართოვეს

04 ოქტომბერი 2020, 15:30 2348 ნახვა

მეოთხე დღეა  მაშველები  უშედეგოდ ეძებენ მდინარე ,,მეჯინისწყალში“ დაკარგულ მალხაზ ჯაფარიძეს. პროცესი დღეს დილიდან ისევ მდინარეში გაგრძელდა და მასში დაკარგულის ოჯახის ნათესავები და მეგობრებიც ჩაერთვნენ. პარალელურად სამძებრო პროცესი გრძელდება ზღვაშიც.  მალხაზ ჯაფარიძის დედა ჟურნალისტებს უყვება, რომ  შემთხვევა  1 ოქტომბერს საღამოს საათებში მოხდა და მისი შვილი იმ დროს სამსახურეობრივი მანქანით გადადგილდებოდა.

სხვა დეტალებზე საუბარი ნანული ჯაფარიძეს უჭირს  და აცხადებს, რომ იცის მხოლოდ თვითმხილველების ნაამბობი, რომლებიც ასევე ჟურნალისტებთან იხსენებენ სტიქიის დეტალებს. მათი თქმით,   იმ ტერიტორიაზე სადაც მდინარეში მანქანა გადავარდა, მალხაზ ჯაფარიძის გარდა კიდევ ორი ავტომობილი გადაადგილდებოდა, თუმცა მგზავრებმა გადმოსვლა მოახერხეს.

პირველ ოქტომბერს სოფელ ,,სატეხიაში“  უეცრად მოვარდნილი ღვარცოფის გამო მალხაზ ჯაფარიძე  მდინარეში მანქანით გადავარდა.  ავტომობილი იმავე ღამით ამოიყვანეს თუმცა მძღოლს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. იგი აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში