გარესამყაროს მოწყეტილი 14 ოჯახი ზედა ახალშენში

04 ოქტომბერი 2020, 15:25 1513 ნახვა

სოფელი ახალშენი, ხელვაჩაურის ერთ-ერთი სოფელია სადაც ასევე განვითარდა მეწყრული პროცესები სტიქიის დროს. ამ დრომდე სოფელში 14 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყეტილი.მეწყერი სამი დღის წინ  რამდენიმე საცხოვრებელ სახლთან  ახლოს ჩამოწვა.  სტიქიის ზონაში  სალიკვიდაციო სამუშაოები გაწმენდითი ჯერ არ დაწყებულა ამბობს მოსახლეობა.

ადგილობრივები ჟურნალისტებთან ამბობენ, რომ ისინი თავს უსაფრხთოდ ვერ გრძნობენ.  თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ  გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ბევრი ლოკაციაა დამეწყრილი და ეტაპობრივად ყველა გზა გაიწმინდება.  მათი თქმით, პირველ ეტაპზე ძირითადი რესურსი ჯოჭოში იყო მობილიზებული სადაც მეწყრის ქვეშ მოყოლილ 5 ადამიანს ეძებდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში