უბრალოდ, არ გვჭირდება ამ არჩევნებში არანაირი გართულება - პრემიერი

04 ოქტომბერი 2020, 18:20 1216 ნახვა

არჩევნები ყოველგვარი გართულების გარეშე უნდა ჩატარდეს -ასე ფიქრობს ქვეყნის პრემიერ მინისტრი. გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლებას არჩევნებში არანაირი გართულება არ სჭირდება, რადგან სამართლიანად და გამჭვირვალე პირობებში გაიმარჯვებს. ეს განცხადება მან დღეს დილით გააკეთა, ვიდრე მარნეულსა და ბოლნისში მომხდარი ინციდენტის მონაწილეებს დააკავებდნენ.  

პრემიერ-მინისტრმა, სიღნაღში  „ქართულმა ოცნებამ“  მოსახლეობას  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა. გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღის და დედოფლისწყაროში დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად  დავით სონღულაშვილი იბრძოლებს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში