დაკავებები მარნეულში

04 ოქტომბერი 2020, 20:25 1345 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე, მარნეულში საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ძალადობის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალი წარუდგინა, ხოლო კიდევ ერთი დაკავებული კოვიდ-19-ზე ტესტის ჩატარების მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.

დაკავებულებს შორის ორი ''ქართული ოცნების'' მხარდამჭერია, ორი კი ნაციონალური მოძრაობის, ბუნებრივია მომხდარი პოლიტიკური შეფასების საგანი გახდა, ოპოზიციაში ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივ მოქმედებაზე და წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის შევიწროვებაზე საუბრობენ, ქართულ - ოცნებაში კი პოლიტიკურ მოტივებს უარყოფენ და აღნიშნავენ რომ ნებისმიერ  და კანონდარღვევას განურჩევლად დამნაშავეთა პოლიტიკური სიმპათიებისა, სამართლებრივი პასუხი გაეცემა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში